Thumbnail
  • გიორგი მერებაშვილის პლოცკმა ნიკა კაჭარავას კორონას 2:0 მოუგო.
  • მერებაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა.
  • კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში ქართული დუელი გაიმართა - გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლამ ნიკა კაჭარავას კიელცეს კორონას უმასპინძლა და 2:0 მოუგო.

მერებაშვილმა 88-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა და გაიტანა. ის 92-ე წუთზე გამოცვალეს. მერებაშვილმა ამ სეზონში ექსტრაკლასაში უკვე მე-5 გოლი გაიტანა. 

კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა დამარცხებულთა რიგებში.

მერებაშვილი V კორონა

პლოცკი 42 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო კორონა 40 ქულით მე-6 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები