Thumbnail

ბასკონიას ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მედიკოსთა რჩევას ითვალისწინებს და კარანტინის წესებს იცავს, თუმცა 28 წლის სპორტსმენი ვარჯიშს არც ოჯახურ გარემოში წყვეტს. 

Liga Endesa-მ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ასრულებს აზიდვებს თოკო. ბასკონიას კაპიტანს ვარჯიშის დროს ზურგზე თავისი შვილები ჰყავს შემომსხდარი.

კორონავირუსით შექმნილ ვითარებას ეხმიანება ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი გიორგი შერმადინი. ტენერიფეს ცენტრი, რომელიც ასევე საკუთარ სახლში ცდილობს სპორტული ფორმის შენარჩუნებას, სოციალურ ქსელში წერს: 

"ახლა ყველასათვის რთული დროებაა და შესაბამისად, შინ ვრჩები და დროს ბავშვებთან, ოჯახთან ურთიერთობითა და ვარჯიშში ვატარებ. ყველას მოგიწოდებთ, დარჩით შინ, რათა უსაფრთხოდ იყოთ". 

გიორგი ACB ლიგის მიმდინარე სეზონში, ტურის საუკეთესო მოთამაშედ 4-ჯერ დასახელდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპოინატში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ, ტენერიფე 28 ქულით ცხრილში მე-4 პოზიციაზეა, 24 ქულით მე-8 პოზიციაზეა ბასკონია. კორონავირუსის გამო, ACB ლიგაშიც პაუზაა გამოცხადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები