Thumbnail

‘დარჩი სახლში, ითამაშე ჭადრაკი’ – მელია ონლაინ გაკვეთილებს იწყებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია საინტერესო ინიციატივით გამოვიდა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თვითიზოლაციის პერიოდში, მელია მზადაა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ჭადრაკის ონლაინ გაკვეთილები ჩაატაროს.

სალომეს თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ ის სასწავლო პროცესში ჩართულ ბავშვებს ჭადრაკის კომპლექტითაც დაასაჩუქრებს.

“დარჩი სახლში, ითამაშე ჭადრაკი!” – ასე ასრულებს მელია პოსტს სოციალურ ქსელში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიური გავრცელების გამო, ვფიქრობდი, ჩემი პროფესიის და კომპეტენციის ფარგლებში რისი გაკეთება...

Posted by Salome Melia on ხუთშაბათი, 19 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები