Thumbnail
  • ყაზახეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ლობჯანიძე გამოარჩიეს
  • სიაში ტობოლის ქართველი ლიდერებიც არიან

SportsKZ აგრძელებს თავის პროექტს, რომელიც ყაზახურმა გამოცემამ 2011 წელს წამოიწყო - ყოველ სათამაშო თვეს, პრემიერ ლიგის ფეხბურთელები და მწვრთნელები საუკეთესოებს ასახელებენ, წლის ბოლოს კი ამის წყალობით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც ირკვევა.

ვინაიდან, კორონავირუსის გამო, ჩემპიონატი ყაზახეთშიც შეწყდა, მარტში მეტი თამაში აღარ გაიმართება. მწვრთნელებმა და გუნდის ლიდერებმა საუკეთესოები დაასახელეს. პირველი ადგილისთვის მოთამაშე 3 ქულას იღებს, მეორისთვის - ორს და მესამე ადგილისთვის - ქულას. 

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ორდაბასის თავკაცმა კახაბერ ცხადაძემ, რომელსაც ერთი ქართველიც არ დაუსახელებია საუკეთესოებში (ბრიჯიდუ, დიაკატე, ფონტანელიო). 

30 ქულით პირველ ადგილზე გავიდა ქაირათის აბატ აიმბეტოვი. მეორე ადგილზეა კაისარის ახალწვეული ელგუჯა ლობჯანიძე, რომელსაც 22 ქულა აქვს - 6 პირველი ადგილი, 1 მეორე ადგილი და 2 მესამე ადგილი.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯას კაისარმა ორი მატჩი მოიგო, ორივე 1:0 და ორივე შეხვედრაში გამარჯვების გოლი ლობჯანიძის ანგარიშზეა.

მე-5 ადგილზეა ტობოლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი, მან 5 ქულა მიიღო - 1 პირველი ადგილი და 1 მეორე. ათეულში მოხვდა ჯაბა კანკავაც (მე-8 საზიარო ადგილზე) - 3 ქულით (1 პირველი ადგილი). 

კომენტარები

ბოლო ამბები