Thumbnail

პრემიერლიგა ისევ გადაიდო - ინგლისში სეზონის დასრულება მაინც უნდათ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ, პრემიერლიგამ, EFL-მა და ქალთა პროფესიულმა ასოციაციამ ერთობლივ მიმართვაში, სეზონის გადარჩენის გეგმები დასახეს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა ოფიციალურად 4 აპრილამდე იყო გაჩერებული ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო.

ახლა ირკვევა, რომ 4 აპრილს ინგლისური ფეხბურთი ვერ განახლდება, დაისახა ახალი სავარაუდო თარიღი, თუმცა ოფიციალური პირები ვერც ამ შემთხვევაში არიან დარწმუნებულნი. ერთი ცხადია, პრემიერლიგა 30 აპრილამდე არ განახლდება და მერე ვნახოთ...

"COVID-19-ის გავრცელების პროგრესი არაპროგნოზირებადია. ამიტომ გვინდა ყველა დავარწმუნოთ, რომ ჩვენთვის უპირველესი ფეხბურთელების, მომსახურე პერსონალისა და ფანების ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა მთავარი პრიორიტეტი. გავარგძელებთ ბრიტანეთის მთავრობის რჩევების მიღებას და სეზონს დავასრულებთ, როცა კონდიციები ამის საშუალებას მოგვცემს", - წერია მიმართვაში.

ევრო 2020-ის გადადებამ ეროვნულ პირველობებს შანსი მისცა, რომ სეზონი არ ჩავარდეს. პრემიერლიგის დასრულებას ივნისის ბოლოსთვის გეგმავენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები