Thumbnail

ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საჩოგბურთო სეზონი 7 ივნისამდე შეჩერებულია. შესაბამისად, ATP-ისა & WTA-ს რეიტინგებში 8 ივნისამდე არანაირი ცვლილება არ შევა. ეს თარიღი კი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო დედლაინია ჩოგბურთელებისთვის.

ბასილაშვილი რიოში. 2016 წელი

მოკლედ, თუ კიდევ რამე არ შეიცვალა მნიშვნელოვნად (მაგალითად, ოლიმპიადაც გადაიდო), ტოკიოში მონაწილე ჩოგბურთელთა ძირითადი ვინაობა ცნობილია. 

ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი, წესით, 25 ივლისს უნდა დაიწყოს და 2 აგვისტოს დასრულდეს. რეიტინგით TOP 56 მოთამაშე საგზურს მოიპოვებს. ოღონდ, ერთი ქვეყნიდან ერთ დისციპლინაში მაქსიმუმ 4 მოთამაშე შეიძლება იყოს დაშვებული. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 26-ე ჩოგანია და მას გარანტიტებული აქვს ოლიმპიურ ტურნირზე თამაში. ნიკას შარშანდელი ქულები უნდა შეენარჩუნებინა, მაგრამ, რადგან რეიტინგი გაყინულია, მას ეს აღარ სჭირდება.  

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთხელ უკვე იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებზე - 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან 1/32 ფინალში ურუგვაელ პაბლო კუევასთან წააგო - 3:6, 7:6 (10:8), 3:6.

კომენტარები

ბოლო ამბები