Thumbnail
  • ბაიერნს 27 წლის ფეხბირთელის გამოსყიდვა არ სურს
  • ბარსელონა მზადაა, ფეხბურთელი ჩელსიში გაუშვას

ესპანური გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ბარსელონასთან და ფილიპე კოუტინიოსთან ფეხბურთელის პრემიერლიგაში დაბრუნების შესახებ.

27 წლის ფეხბურთელი ამ დროისთვის ერთწლიანი იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნში თამაშობს. გერამანულ კლუბს არ სურს სეზონის ბოლოს ბრაზილიელის გამოსყიდვა. კატალონიურ კლუბში კი ფილიპეს მომავალი გაურვეველია.

კოუტინიო ბარსელონაში ლივერპულიდან 2018 წლის იანვარში 142 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიაში მასზე დიდ იმედებს აყარებდნენ, თუმცა ფეხბურთელი ბოლმდე ვერ გაიხსნა და შედეგებიც ვერ აჩვენა, სწორედ ამიტომ ერთი წლით იგი ბაიერნში გაანათხოვრეს.

ბარსელონას პარი სენ-ჟემრენის ფეხბურთელის, ნეიმარის დაბრუნება სურთ. ამისთვის კი თანხაა საჭირო, რომელსაც თვლიან, რომ კოუტინიოს გაყიდვის შემდეგ მიიღებენ. ორივე ტრანსფერი 2020 წლის ზაფხულში იგეგმება.

კოუტინიოს შეძენა ლონდონის ჩელსის სურს. ინგლისურმა კლუბმა აიაქსიდან უკვე შეიძინა ჰაკიმ ზიეხი, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიმატებენ. ბრაზილიელის დამატების შემთხვევაშიც ლონდოლენთა წინა ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტოქისთვის უფრო სახიფათო იქნება.

მომავალ ზაფხულს ჩელსის თავისუფალი აგენტის სტატუსიტ დიდი ალბათობით, ორი მოთამაშე დატოვებს. უფასოდ გუნდიდან პედრო და ვილიანი მიდიან, რომლებსაც კონტრაქტის ვადა ეწურებათ ხელშეკრულების გახანგრძლივებას კი არ გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები