Thumbnail

ტოჩინოშინის მე-7 მარცხი - ახლა უკვე ყველა ბრძოლა მოსაგებია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰარუ ბაშოზე მე-12 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინი ჩიომარუსთან ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მე-7 ბრძოლა დათმო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-9 მაეგაშირაა, მე-15 მაეგაშირა ჩიომარუს შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა. ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 7 მარცხი. მისი მეტოქე მე-13 საჭიდაო დღეს კოტოშოგიკუ იქნება. ლევანმა დადებით ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 3-დან სამივე ბრძოლა უნდა მოიგოს.

ტოჩინოშინის მე-7 მარცხი ჰაცუ ბაშოზე ჩიომარუსთან

ტოჩინოშინის მე-7 მარცხი ჰაცუ ბაშოზე ჩიომარუსთან

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ხუთშაბათი, 19 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები