Thumbnail

'მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩოგბურთზე' - ბასილაშვილის მწვრთნელი ახალ გეგმებზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • იან დე ვიტის ინტერვიუს ნაწილი tennisnet-თან
  • ნიკას მწვრთნელი ATP-ის თასზე საქართველოს გამოსვლაზეც საუბრობს

ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელმა იან დე ვიტმა tennisnet-ს ინტერვიუ მისცა, სხვადასხვა საკითხთან ერთად, გერმანელ სპეციალისტს ნიკას შესახებ და საქართველოს ნაკრებში ყოფნის გამოცდილებაზეც დაეკითხნენ.

tennisnet: როგორ მიდის საქმეები ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად?

იან დე ვიტი: ამჟამად, არ მაქვს საშუალება ჩემს მოთამაშეებთან ვიმუშაო. ის ამერიკაში იმყოფებოდა ფიტნესის მწვრთნელთან, შემდეგ კი სამშობლოში გაფრინდა. ნიკო ახლა საქართველოშია. პირადად, ჩოგბურთის დარბაზიც რომ მქონდეს, ვერ ვავარჯიშებდი, რადგან ევროკავშირი ჩაკეტილია და მას ჩამოსვლა გაუჭირდება. 

ვფიქრობთ, რომ ეს იძულებითი შესვენება 6 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება. ასე რომ, სეზონის მეორე მოსამზადებელი შეკრება მისთვის ურიგო არ იქნება. დეკემბერში ნიკომ იდაყვის ოპერაცია გაიკეთა და ყველაფერი ასი პროცენტით ვერ მოვასწარით. გეგმები ვერ შევასრულეთ, როგორც დავსახეთ. 

დიახ, ის მზად იყო შეჯიბრებისთვის ფიზიკურად, მაგრამ მეტი ვერაფერი. ახლა ასეთი იდეა გვაქვს, ოთხ კვირას რეაბილიტაციასა და ფიტნესს გაივლის. მხოლოდ ამის შემდეგ მთელ კონცენტრაციას ჩოგბურთზე მოვახდენთ.

tennisnet: როგორც ბასილაშვილის მწვრთნელი, თქვენ საქართველოს ნაკრების შტაბშიც იყავით ATP-ის თასზე. რა მოგონება დაგიტოვათ ავსტრალიურმა გამოცდილებამ?

იან დე ვიტი: ეს იყო ამაღელვებელი. ვფიქრობ, ტურნირი დიდებული გამოვიდა. იდეაც ბრწყინვალეა. ავსტრალიაში ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული. მოთამაშეებთან და ფანებთან ურთიერთობა დიდებული იყო. საოცარი იყო ნადალთან შეხვედრა პერტში. 

ცუდი ისაა, რომ გუნდი არ გვყავდა თანაბრად ძლიერი, 20-ეულის მოთამაშის მერე, ხუთასეულის მოთამაშე, ბიჭები წყვილებში ურეიტინგოდ და მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ბრწყინვალედ თამაში. ეს დიდებული გამოცდილება იყო, როგორც ამ ბიჭებისთვის, ისე ქართული ჩოგბურთისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები