Thumbnail

ყაზანის რუბინის ფეხბურთელები, მათ შორის გუნდის ქართველი ლეგიონერები: ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, უახლოეს მომავალში შემოწმებას კორონავირუსზე გაივლიან. 

ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა.

რუბინის მწვრთნელი სიფრთხილის დაცვისკენ ყველას მოუწოდებს

"ვითარება მართლაც ძალიან სერიოზულია. ვუერთდები წამოწყებულ აქციას, რომლის მიზანი კარანტინში ყოფნა და არამხოლოდ საკუთარი თავის, ყველა გარშემომყოფის დაცვაა. 

საწვრთნელ პროცესში ხუთდღიან პაუზას ავიღებთ. თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური პროგრამა ექნება, რომელიც უნდა შეასრულოს. ამასთან, უახლოეს დღეებში მთელი გუნდი, მათ შორის პერსონალი, კორონავირუსზე ტესტს გაივლის", - აქვეყნებს სლუცკის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატი, სულ ცოტა, 10 აპრილამდე შეჩერებულია, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემიაა. 

19 წლის ქართველი ფეხბურთელები ყაზანური გუნდის ღირსებას გასული წლის ზაფხულიდან იცავენ

ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს, ყაზანის რუბინს, რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 22 მატჩში 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები