Thumbnail
  • Independent-ის მარკ კეოანე სუპერ რაგბის სეზონის გადასარჩენას ემხრობა
  • რაგბის ექსპერტი თანახმაა, ამისთვის ივლისის ტესტები გაიწიროს

ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ რაგბის სამყაროც გააჩერა. სამხრეთ აფრიკაშიც ბევრი დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო. რაც შეეხება ისტორიულ ტესტს "ბორჯღალოსნებისთვის", რომელიც 18 ივლისს "ნელსონ მანდელა ბაი სტედიუმზე" გაიმართება, ჯერ-ჯერობით ეს ტესტი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ძალაშია, მაგრამ სიტუაციას ხელახლა აპრილში განიხილავენ.

აფრიკულ Independent-ზე რაგბის კალენდრის საკითხს სტატია მიუძღვნა სარაგბო ექსპერტმა მარკ კეოანემ:

მარკ კეოანე: "ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ "ქურციკების" მსოფლიოს თასზე გამოსვლა ნაციისთვის პრიორიტეტული საკითხია. ამიტომაც, სუპერ რაგბის სეზონი სამხრეთ ნახევარსფეროში იკვეცება, ნახევრდება.

ეს გასაგები იყო 2019 წელს, როცა სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს თასი მოიგო, მაგრამ გაუგებარია 2020-ში, რადგან "ქურციკების" საკითხი არ უნდა იყოს პრიორიტეტული, რადგან ტურნირი შეიძლება, კორონავირუსის გამო ჩაიშალოს.

თუ ასეა, მაშინ "ქურციკების" ივლისის სამ-ტესტიანი ვალდებულება შოტლანდიასთან (ორჯერ) და საქართველოსთან, უნდა გამოვიყენოთ სუპერ რაგბის სეზონის გადასარჩენად. თუნდაც ეს იყო სეზონის მოკლე ვერსია. 

ყველა სხვა ტურნირი უნდა შევწიროთ ამას, სუპერ რაგბი მორაგბეთა მთავარი ფინანსური სარჩენია და არა საერთაშორისო ტესტები. 

პირადად გაცილებით ვამჯობინებ ივლისში ვნახო კრუზეიდერსისა და შარკსის ნახევარფინალური მატჩი, ვიდრე "ქურციკების" დაპირისპირება საქართველოს ნაკრებთან. თუკი არის სარაგბო ცხოვრება კორონავირუსის შემდეგ, სჯობს ეს იყოს სუპერ რაგბი და არა ტესტები". 

შეგახსენებთ, რომ სუპერ რაგბის 2020 წლის სეზონი 6-7 ტურის შემდეგ კორონავირუსის გამო შეწყდა. ყველაზე მეტი გამარჯვება - 6 - სამხრეთაფრიკულ შარკსს აქვს მოპოვებული. ახალზელანდიურმა კრუზეიდერსმა 6-დან 5 თამაში მოიგო, ის სუპერ რაგბის მოქმედი გამარჯვებულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები