Thumbnail
  • ესპანური კლუბის ვიდეორგოლი ქართველ ცენტრზე
  • გიორგი შერმადინი იბეროსტარ ტენერიფეს ლიდერია

სხვა არაერთი სპორტული გუნდის მსგავსად, კორონავირუსის გამო, უქმობა უწევს ესპანურ იბეროსტარ ტენერიფეს, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიორგი შერმადინია.

იძულებითი პაუზის პერიოდში, ტენერიფელებმა სეზონის გასული ნაწილის შეჯამება დაიწყეს და პირველ რიგში, სპეციალური ვიდეორგოლი ქართველ ცენტრს მიუძღვნეს.

ცნობისთვის, ესპანურ ლიგა ენდესაში 23 ტურია ჩატარებული, შერმადინი კი ტურის საუკეთესო მოთამაშე 4-ჯერ იყო (საუკეთესო მაჩვენებელი), ხოლო დეკემბერში თვის უძვირფასეს კალათბურთელადაც აღიარეს.

ამ დროისთვის, ქართველი ლეგიონერის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 26:44 წუთი, 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები