Thumbnail

დიდი კრივი შეთანხმდა?! კანელო ალვარესი v გენადი გოლოვკინის მესამე ბრძოლა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • კანელო ალვარესი გოლოვკინის მესამე ბრძოლა შეთანხმდა
  • ბრძოლა სექტემბერში უნდა შედგეს
  • კანელოსთვის გოლოვკინი პრინციპული მეტოქეა

საშუალო (და არამარტო საშუალო) წონის ლეგენდა კანელო ალვარესი ბოლო წლებში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს გენადი გოლოვკინს მესამეჯერ შეებრძოლება. ოფიციალური დასტური ჯერ არ არის, თუმცა წყაროები გვამცნობენ, რომ მხარეებმა ყველაფერი შეათანხმეს. ბრძოლის სავარაუდო თარიღად სექტემბრის დასაწყისი მიიჩნევა. იქამდე კორონავირუსის პრობლემა ბრძოლის ორგანიზატორების აზრით გადაჭრილი უნდა იყოს.

კანელოს ბრძოლა მაისშიც უწევდა ბრიტანელი ბილი ჯო სანდერსის წინააღმდეგ, თუმცა ვირუსის გამო ეს ბრძოლა ივნისამდე გადაიდო. თუკი გოლოვკინთან ბრძოლა ოფიციალურად დადასტურდა ორივე ვარიანტი განიხილება - ორი ბრძოლის გამართვა ან, რაც უფრო რეალისტურია, სანდერსთან ბრძოლა ჩაიშალოს და კანელომ პირდაპირ გოლოვკინისთვის მზადება დაიწყოს.

კანელოს თავის კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს, ახალგაზრდობაში ლეგენდარულ ფლოიდ მეივეზერთან. მას შემდეგ მექსიკელის წინააღმდეგ ყველაზე კარგად სწორედ გენადი გოლოვკინი გამოიყურებოდა. მათი პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა ექსპერტების აზრით გოლოვკინმა უკეთესად იბრძოლა. მეორე ბრძოლაში კი კანელომ ქულებით გაიმარჯვა. ამ წონით კატეგორიაში ალვარესი-გოლოვკინის მესამე ბრძოლა დიდი ინტრიგაა.

კომენტარები

ბოლო ამბები