Thumbnail

ჰენკა ტოჩინოშინისგან - ქართველი სუმოისტის მე-5 მოგება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰარუ ბაშოზე მე-11 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა კაგაიაკის ჰატაკიკომის ილეთით მოუგო

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მე-5 ბრძოლა მოიგო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-9 მაეგაშირაა, მე-6 მაეგაშირა კაგაიაკის შეხვდა და მეტოქეს ჰატაკიკომის ილეთით, იგივე ჰენკათი სძლია. ტოჩინოშინმა დაჯახებას თავი აარიდა და მეტოქე, რომელსაც სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი, დოჰიოდან გადავარდა.

ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 6 მარცხი. მისი მეტოქე მე-12 საჭიდაო დღეს ჩიომარიუ იქნება. ლევანმა დადებით ბალანსის დასაფიქსირებლად 4-დან 3 ბრძოლა უნდა მოიგოს.

ტოჩინოშინის ჰენკა კაგაიაკისთან და მე-5 გამარჯვება ბაშოზე

ტოჩინოშინის ჰენკა კაგაიაკისთან და მე-5 გამარჯვება ბაშოზე

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ოთხშაბათი, 18 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები