Thumbnail

უეფამ დაადგინა, რომ ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის ნაცვლად 2021 წელს გაიმართება, ხოლო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის მატჩები, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, მარტის ნაცვლად ივნისში ჩატარდეს. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი პლეი ოფის ½-ფინალში საქართველოს და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება თბილისში 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშის გადავადება გახდა საჭირო. მეორე ნახევარფინალურ წყვილს კოსოვო და ჩრდილოეთ მაკედონია წარმოადგენენ.

საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები უკვე გაყიდულია

ბრესტის დინამოსა და ბელარუსის ნაკრების 32 წლის ნახევარმცველმა სერგეი კისლიაკმა შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და შეხვედრის მინსკში გამართვის ინიციატივით გამოვიდა.

"გვსურს ვითამაშოთ და არაფრის გადადება ხდებოდეს საჭირო. როგორც ჩანს, საქართველოში სხვა ვითარებაა, ვიდრე ბელარუსში. თამაში მინსკში უნდა გადმოვიტანოთ და ეგ იქნება. ყველაფერი ნორმალურად იქნება", - თქვა კისლიაკმა პროგრამა "სპორტ კადრის" ეთერში. 

კომენტარები

ბოლო ამბები