Thumbnail

მოკლე უცნაური ამბავი: ჟან-მარი პფაფი და ბელგიის ნაკრები 1982 წლის მუნდიალზე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჟან-მარი პფაფის უცნაური ისტორია
  • ლეგენდარული მეკარე და გი ტისი ესპანეთის მუნდიალზე

შენი ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ეს მარადონას არგენტინასთან შესანიშნავად მოგებული მატჩის წყალობით შეძლო. ამ დროს ალბათ პირველი რასაც იზამ, გუნდის პირველ მეკარეს შემადგენლობიდან ამოაგდებ, მაშინაც კი, თუ ეს მეკარე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერად ითვლება...

სწორედ ასე მოიქცა ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - გი ტისი 1982 წლის ესპანეთის მუნდიალზე და გუნდის პირველი მეკარე - ჟან-მარი პფაფი გადამწყვეტ ფაზაში შემადგენლობიდან გააქრო, მიზეზი ერთი შეხედვით ძალიან უცნაურია - პფაფმა პოლონეთთან მატჩამდე, სასტუმროს აუზში თავი მოიკატუნა ვითომ იხრჩობოდა,  ფლანდრიელს ეს საქციელი ტისმა არ შეარჩინა. თუმცა ამბავს მაინც დეტალები განსაზღვრავს...

ჟან-მარი პფაფი მუნდიალს უკვე როგორც მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელი ისე ეწვია, კონტრაქტზე ხელი ესპანეთში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა მოწერილი. მთელი ქვეყნის და საფეხბურთო წრეების მასშტაბით მისი პოპულარულობა იზრდებოდა, ოღონდ არა თანაგუნდელებში, რომლებსაც პფაფის ამპარტავნობა და გაუგებარი ხასიათი უკვე ყელში ჰქონდათ ამოსული. 

მუნდიალის მიმდინარეობისას ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ ჟურნალისტების სამუშაო სივრცე სასტუმროს აუზთან ახლოს მოაწყო. იან ვოუტერსი, ბელგიური სპორტული პრესის ყველაზე გავლენიანი წამყვანი, ასევე მთავარი მწვრთნელის - გი ტისის ახალო მეგობარი, აუზთან მდგარ პფაფს მიეპარა და წყალში გადააგდო - ატყდა სიცილი...

ბაიერნის მეკარე, რომელმაც ცურვა არ იცოდა (შემდეგ გარიკვა რომ ვითომ არ იცოდა) აუზში დახრჩობას გადაარჩინეს, წყლიდან ამოსული პფაფი გამწარდა და ირგვლივ ყველა გალანძღა, მათ შორის მთავარი მწვრთნელი გი ტისი, რომელის მეგობარმაც თავის თავს ზედმეტის უფლება მისცა, თუმცა შემთხვევიდან 5 წუთში პფაფმა სხვა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ დახრჩობის იმიტაცია გაითამაშა.

ამაზე უკვე გი ტისი გამწარდა, რომელიც ახალგაზრდა რთული ხასიათების მქონე მეკარეზე უნგრეთთან მატჩის შემდეგ უკვე აღრენილი იყო. უნგრეთთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პფაფმა საკუთარი თანაგუნდელი და გუნდის კაპიტანი - ერიკ გერეტსი დაამტვრია, ისე დაამტვრია, რომ გერეტსი 1 წუთი მინდორზე უგონოდ ეგდო.

ადრე ყველა მატჩზე სასწრაფო დახმარების მანქანა არ იდგა, ბელგიელებმა ეკიპაჟი გამოიძახეს, მაგრამ მოსულიერებულ გერეტსს მანქანაში პფაფმა აასწრო, მხარის ტრავმა აწუხებდა, რომელიც შემდეგ როგორც აღმოჩნდა უმნიშვნელო ნატკენი იყო. ამ უცნაური ისტორიების თანხვედრის გამო, გი ტისმა პოლონეთთან თეო კლასტერსი ათამაშა, ხოლო საბჭოთა კავშირთან ანდერლეტხის ჯეკი მუნარონი.

ბელგია ჯგუფში ჩარჩა, ჟან-მარი პფაფმა ბაიერნში მაგარი სეზონები ჩაატარა და გი ტისთან ერთად მომდევნო მუნდიალზე მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო, სადაც ლეგენდარული მეკარე ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები