Thumbnail

'ეს თარიღიც საფრთხეშია' - შოტლანდიელების აზრით, პლეი ოფისთვის ცუდი დრო აირჩიეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

Daily Record წერს, რომ ევრო 2020-ის (უკვე ევრო 2021-ის) პლეი ოფის ახალი სავარაუდო თარიღიც საფრთხის შემცვლელია. არის დიდი ალბათობა, რომ პლეი ოფი ვერც იმ თარიღებში გაიმართოს, ყოველ შემთხვევაში გლაზგოში.

უეფას ჯერ ოფიციალურად არაფერი დაუდასტურებია, თუმცა, დიდი ალბათობით, გადაწყვეტილება მიღებულია - ევრო 2020-ის ნაცვლად ჩვენ ევრო 2021 გვექნება, გადაიწია ევროთასების ფინალების დროებმაც, ასევე, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის თარიღებიც გადავადდა.

პლეი ოფი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, 26-31 მარტს უნდა გამართულიყო. ახალი ვერსიით ის 2020 წლის ივნისში გაიმართება (თარიღები დაზუსტდება). 

რამაც შოტლანდიური მედიის გაოცება გამოიწვია: "ექიმების პროგნოზით COVID-19-ის პიკი დიდ ბრიტანეთში 10-14 კვირის ვადაში იქნება. ასე რომ, ეს ახალი თარიღიც სერიოზულ საფრთხეშია", - წერს Daily Record. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები C გზიდან მონაწილეობს პლეი ოფში და ნახევარფინალში გლაზგოში ისრაელის ნაკრებს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები D გზიდან მონაწილეობს პლეი ოფში და ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები