Thumbnail
  • ლოკომოტივი 12:11 ჯიქი.
  • მასპინძლებმა შეხვედრის შემოტრიალება მოახერხეს.
  • ლოკომოტივმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

დიდი 10-ის მე-15 ტურის მეორე შეხვედრაში ლოკომოტივი და ჯიქი შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩამდე გუნდებს შორის სხვაობა 3 ქულას შეადგენდა. შეხვედრა ჯიქის უპირატესობით დაიწყო. სტუმრები მე-9 წუთზე მამუკა ნინიძის ჯარიმით დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს, 37-ე წუთზე, დევი დევსურაშვილმა ლელო დადო, რომელიც ნინიძემ გარდასახა. ჯიქმა პირველი ნახევარი 11:0 მოიგო.

► დიდი 10 - ბათუმმა აკადემიას ერთი ჯარიმით მოუგო და ლელოს გადაუსწრო

ფოტო: FB/DIDI10
პირველ წრეში ლოკომოტივმა ჯიქი 22:14 დაამარცხა.
თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა ჯიქს ორივე მატჩი მოუგეს ამ სეზონში.

მეორე ტაიმის 52-ე წუთზე ლოკომოტივის ცხრიანმა, გიორგი ბეგაძემ ლელო დაუდო ჯიქს - რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ლოკომოტივმა გამარჯვების ლელო 71-ე წუთზე დადო, თავი გიორგი შკინინმა გამოიჩინა და ლოკომოტივის უმძიმესი შეხვედრა მოაგებინა.

FT ავჭალაში, სადაც ლოკომოტივმა ჯიქს პირველ ტაიმში მოპოვებული 11 ქულიანი უპირატესობის გაზრდა არ აცალა და 12-11 მოიგო (HT 0-11) მატჩის ოქმი http://files.rugby.ge/oqmi/LUKA/2018_0310_D10_72_LOK-JIK.htm

Posted by ლიდერბეთი დიდი 10 • Leaderbet Didi 10 on შაბათი, 10 მარტი, 2018

ლოკომოტივმა 55 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ჯიქი 49-ქულით მესამე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები