Thumbnail

Golden Boy-ის ყველა გამარჯვებული - სად არიან ახლა?

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • პრიზი 2003 წელს იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა დააარსა
  • ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა
  • ნახეთ, როგორ განვითარდა გამარჯვებულების კარიერა

Golden Boy-ის ჯილდო 2003 წელს, იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა Tuttosport-მა დააარსა. პრიზი წლის 20 წლამდე ასაკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა. იტალიური სპორტული გაზეთის გარდა, ხმის მიცემა სხვადასხვა სპოტულ ჟურნალებსაც შეუძლიათ. გთავაზობთ Golden Boy-ის ყველა გამარჯვებულს, როგორი კარიერა ჰქოდათ მათ და სად არიან ახლა.

რაფაელ ვან დერ ვაარტი (2003)

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა პრიზის მოგება აიაქსის შემადგენლობაში მოახერხა. 2005 წელს მან ამსტერდამული კლუბი დატოვა და ჰამბურგში გადავიდა, საიდანაც მადრიდის რეალში აღმოჩნდა. ვან დერ ვაარტის ესპანური კარიერა ვერ აეწყო და იგი ტოტენჰემში გადაბარგდა. ინგლისელთა რიგებში მას ხშირი ტრავმიანობა აწუხებდა და თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ შეძლო. ბოლოს იგი დანიურ ესბიერგში ასპარეზობდა, სადაც 2018 წლის ნოემბერში კარიერა დაასრულა.

უეინ რუნი (2004)

რუნი მხოლოდ ინგლისის ოქროს ბიჭუნა არ იყო. იგი მსოფლიო დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. 2004 წელს ის ევერტონიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, სადაც 2017 წლამდე დარჩა. რუნი იუნაიტედის და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო. იგი “წითელი ეშმაკების” და ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. 2017 წელს MLS-ის დისი იუნაიტედში წავიდა და ინგლისში 2020 წლის იანვარში დაბრუნდა. რუნი დერბის მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით შეუერთდა და დღემდე იქ ასპარეზობს.

ლიონელ მესი (2005)

არგენტინელი გენიოსი, რომელმაც ფეხბურთში თავისი ეპოქა შექმნა. ბევრისთვი ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მან პრიზი 2005 წელს, ბარსელონას რიგებში მოიგო და დღემდე კატალონიური კლუბის ღირსებას იცავს. როგორც ერთხელ ერთმა ესპანელმა კომენტატორმა თქვა, მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ იგი ჩვენი ცხოვრების ნაწილია.

სესკ ფაბრეგასი (2006)

სესკმა ჯილდო არსნენალის რიგებში დაიმსახურა. იგი დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა ლონდონური კლუბის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ. 20011 წელს სესკი ბარსელონაში გადავიდა, სადაც 2014 წლამდე დარჩა. შემდეგ იყო ჩელსი, სადაც ორჯერ მოიგო პრემიერლიგა. 2019 წლის იანვარში მონაკოში გადავიდა, სადაც დღემდე აგრძელებს ფეხბურთის თამაშს.

სერხიო აგუერო (2007)

კიდევ ერთი არგენტინელი, რომელმაც Golden Boy-ის ჯილდო მოიგო. 2006 წელს იგი ატლეტიკო მადრიდიში გადავიდა, სადაც ყველას თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა. ესპანეთში გატარებული წლების შემდეგ კუნი მანჩესტერ სიტიში აღმოჩნდა, სადაც დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. მან თავისი გოლით სიტის ისტორიაში პირველად მოაგებინა პრემიერლიგა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ დარჩა. აგუერო ახლაც “ქალაქელების” ღირსებას იცავს.

ანდერსონი (2008)

ანდერსონი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე იყო, რომელზედ დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა. იგი ვარჯიშის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. პრიზი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში მოიგო, სადაც 2015 წლამდე ითამაშა. მან კარიერა 2019 წელს 31 წლის ასაკში დარულა, ბოლოს ანდერსონი თურქულ ადანა დემირსპორში თამაშობდა.

ალეშანდრე პატო (2009)

როგორც ჩანს, ჯილდო ბრაზილიელისთვის წყევლაა. ანდერსონს კარიერა ვერ აეწყო იგივე დაემართა თანამემამულე პატოსაც. საწყის წლებში პატო მილანში კარგად გამოიყურებოდა. შემდეგ მისი კარიერა უარესობისკენ წავიდა. ამის მიზეზი ხშირი ტრავმიანობა იყო, რაც ფეხბურთელს არ აძლევნდა საშუალებას, თავისი პოტენციალი სრულად გამოევლინა. ხშირი დაზიანებების გამო იგი ფორმაში ჩადგომას ვერ ახერხებდა. ამ დროისთვის იგი სან-პაულოს რიგებში ასპარეზობს, რომელსაც ჩინეთიდან 2019 წელს შეუერთდა.

მარიო ბალოტელი (2010)

მარიო ბალოტელიმ პრიზის მოგების შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ყველა წინა მორბედ გამარჯვებულზე უკეთესი იყო. იგი სხვადასხვა დროს თამაშობდა სიტიში, მილანში, ლივერპულში, ნიცაში და მარსელში. გამორჩეული იყო ევრო 2012-ზე იტალიის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც ტურნირის ფინალი ითამაშა. დღეს მარიო ბრეშას ღირსებას იცავს. იგი იტალიურ კლუბს 2019 წელს შეუერთდა.

მარიო გიოტცე (2011)

მარიო გიოტცემ პრიზი დორტმუნდის ბორუსიას რიგებში მოიგო. იგი გერმანული კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახლდათ. მარიო იყო ბორუსიას შემტევი ტრიოს (როისი, ლევანდოვსკი, გიოტცე) ერთ-ერთი წევრი. მის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალია, სადაც არგენტინის კარში გოლის გატანა შეძლო, რომლის წყალობითაც გერმანელებმა მუნდიალი მოიგეს. მან 2013 წელს კარიერა ბორუსიადან მიუნხენის ბაიერნში გააგრძელა, თუმცა იქ ცუდად გამოიყურებოდა და 2016 წელს დორტმუნდში დაბრუნდა, სადაც დღემდე თამაშობს.

ისკო (2012)

ისკო მალაგაში საუცხოოდ გამოიყურებოდა. იგი მალაგას წამყვანი მოთამაშე იყო. ესპანელს კარგი თამაში დაუფასდა და მადრიდის რეალში აღმოჩნდა. “სამეფო კლუბში” მას უკეთ უნდა ეთამაშა, თუმცა ხშირად ხვდებოდა სათადარიგო სკამზე. რეალში მთავარი ვარსკლავი კრიშტიანო რონალდო იყო, მისი წასვლის შემდეგ ისკოს უფრო მეტი სივრცე მიეცა. მას ხშირად ჰქონდა მწვრთნელებთან ცუდი ურთიერთობა, რის გამოც წერდნენ, რომ ისკო მადრიდს დატოვებდა და სხვა კლუბში გადავიდოდა, თუმცა ასე არ მოხდა და იგი დღემდე რეალშია.

პოლ პოგბა (2013)

არავინ ელოდა, რომ მაჩესტერ იუნაიტედის დაწუნებული პოლ პოგბა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდებოდა. მან თავისი შესაძლებლობები იუვენტუსში დაამტკიცა. ტურინში ყოფნისას იგი მაღალი დონის ნახევარმცველად ჩამოყალიბდა, რომლის შეძენაც ბევრ გრანდს სურდა. ფრანგი 2016 წელს იუნაიტედში 89 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაბრუნდა და დღემდე იქ თამაშობს. მისი კარიერის გამორჩეული მომენტი 2018 წელს, საფნარგეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალის მოგებაა.

რაჰიმ სტერლინგი (2014)

სტერლინგი ლივერპულში ქუინზ პარკ რეინჯერსიდან აღმოჩნდა. ახალგაზრდა ინგლისელმა 2015 წელს კარიერა მანჩესტერ სიტიში გააგრძელა, სადაც კიდევ უფრო განვითარდა და მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ინგლისში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. იგი სიტის რიგებში ნამდვილ გოლეადორად იქცა.

ანტონი მარსიალი (2015)

მანჩესტერ იუნაიტედის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესო ახალგზარდა მოთამაშე გახდა. მარსიალი მონაკოდან იუნაიტედში 2015 წელს, 36 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მაშინ ამხელა თანხის გადახდის გამო ედ ვუდვორდი გააკრიტიკეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტრანსფერმა გაამართლა და ფრანგში ამ თანხის გადახდა ღირდა. მარსიალი ოლე გუნარ სულშერის გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევა. იგი მანჩესტერის მომავალია.

რენატო სანჩესი (2016)

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი პორტუგალიის ნაკრებმა მოგო, რომლის წევრიც რენატო სანჩესი იყო. მან ტურნირზე კარგად იასპარეზა და ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიქცია. საბოლოოდ რენატო ბენფიკადან მიუნხენის ბაიერნში აღმოჩნდა. რენატოს გერმანული კარიერა ვერ აეწყო. მან მთელი სეზონი სათადარიგო სკამზე გაატარა, რის შემდეგაც სუონსიში გადავიდა. სანჩესმა იმედები ვერც ინგლისში გაამართლა და 2019 წლიდან დღემდე ლილის შემადგენლობაშია. რენატო სანჩესი გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა.

კილიან მბაპე (2017)

მბაპე 2017 წელს მონაკოში თამაშობდა. მან ფრანგულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია, სადაც იუვენტუსთან დამარცხდა. მბაპე იმავე წელს იჯარით პარი სენ-ჟერმენს შეუერთა. პსჟ-მ იგი 2018 წელს 160 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გამოისყიდა და კილიანი ნეიმარის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. ახალგაზრდა ფრანგმა 2018 წელს შეძლო და მოიგო მუნდიალი. იგი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩული მოთამაშეა, რომელსაც მესის და რონალდოს მსგავს უწინასწარმეტყველებენ.

მატეის დე ლიხტი (2018)

მატეის დე ლიხტს და აიაქსს 2018/19 წლების სეზონი გამორჩეულად კარგი გამოუვიდათ. ამსტერდამუმა კლუბმა 2014 წლის შემდეგ პირველად შეძლო ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგება. გუნდი ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა ტოტენჰემთან. გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე დე ლიხტი იყო. ცენტრალური მცველი მთელი სეზონის განმავლობაში კარგად გმოიყურებოდა. მისი შეძენა ბევრ გრანდს სურდა. საბოლოოდ დე ლიხტმა კარიერა იტალიაში ტურინის იუვენტუსში გააგრძელა.

ჟოაო ფელიქსი (2019)

Golden Boy-ს ბოლო გამარჯვებული ჟოაო ფელიქსია. მას ბენფიკაში კარგი სეზონი ჰქონდა. მისი დამატები სურვილი რამდენიმე გრანდმა გამოთქვა. ბევრისთვის მოულოდნელად, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება დიეგო სიმეონეს მადრიდის ატლეტიკოში გადაწყვიტა. ესპანურ გუნდს მისი შეძენა 113 მილიონი ფუნტი დაუჯდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები