Thumbnail

ქუთაისის ტორპედო მზადაა, საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად გამოაცხადოს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

კორონავირუსის გამო, საქართველოში პრაქტიკულად ყველა სპორტული შეჯიბრი და აქტივობა გადადებულია, მათ შორის ეროვნული ლიგა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქუთაისის ტორპედომ გამოთქვა მზადყოფნა, საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად გამოაცხადოს. 

“ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით, როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ, კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ”. - ვკითხულობთ ტორპედოს განცხადებაში.

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვასლიწინებთ რეკომენდაციებს....

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on სამშაბათი, 17 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები