Thumbnail

კორონავირუსი | მეორე შემთხვევა ფორმულა 1-ში - როდის დაიწყება სეზონი?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ფორმულა 1-ში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მაკლარენის მექანიკოსის შემდეგ, ვირუსი ახლა საბურავების მწარმოებელი კომპანიის, ‘პირელის’ თანამშრომელს დაუდასტურდა. იტალიელებმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

‘პირელის’ თანამშრომელი ჯერ კიდევ ავსტრალიაში იმყოფება, სადაც გასულ უიქენდზე სეზონის პირველი რბოლა უნდა ჩატარებულიყო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გაუქმდა. “ჩვენი თანამშრომელი ავსტრალიელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა,” - ნათქვამია ‘პირელის’ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მაკლარენის თანამშრომელს ცხელება და სიმპტომები აღარ აქვს. 14 პიროვნება, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, მელბურნში, კარანტინში რჩებიან.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება გაიმართოს ფორმულა 1-ის ახალი სეზონის პირველი რბოლა. FIA-ს ბოლო ინფორმაციით, პირველი გრანპრი, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები