Thumbnail

'ყველას მოგიწოდებთ, დაემორჩილეთ რეგულაციებს' - ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაშია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ლოზანის გრან პრის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაშია. ქართველმა მოჭადრაკემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ევროპის ჩემპიონი საქართველოში ჩამოსვლის დეტალებს იხსენებს და საპატრულო პოლიციისა და სამედიცინო პერსონალის ეფექტიან მუშაობას აღნიშნავს. ძაგნიძე მადლობას უხდის ექიმებს, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.

ნანა ძაგნიძე (მოჭადრაკე): “როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ-კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას. ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებს და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს, ოჯახებს, საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს და განსაკუთრებით ბატონ ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის“.

Posted by Nana Dzagnidze on კვირა, 15 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები