Thumbnail

ყველა მონაწილე ჰოსპიტალშია – რუსული ქალაქი პანიკაშია, ტურნირი ჩაიშალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რუსეთის ქალაქ მურმანსკში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის ყველა მონაწილე ჰოსპიტალიზირებულია და მათ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება მოუწევთ.

საჭადრაკო შეჯიბრზე, მოგვიანებით კი, ქალაქში პანიკა მას შემდეგ ატყდა, რაც ირლანდიიდან ჩასულ მოჭადრაკეს ვირუსის ნიშნები აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი მისმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ცხადია, პირველი კითხვა, რაც წაკითხულის შემდეგ, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ისაა, რატომ ტარდებოდა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივად ყველა სპორტული ღონისძიება შეწყდა.

პასუხი ალბათ რუსული ხელისუფლების მანკიერი მართვის სტილში უნდა ვეძებოთ, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას ჯერაც არ აღიარებს და ამ დღეებში უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებაც კი შესთავაზა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, რუსეთში დაინფიცირების 93 ოფიციალური შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია.

თუკი ისევ ხსენებულ შემთხვევას დავუბრუნდებით, სათქმელია, რომ ქვეყანაში დამნაშავე მალევე იპოვეს. ეს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ფედერალური სამსახურის მურმანსკის ოლქის განყოფილებაა, რომელსაც თურმე შესაბამისი რეკომენდაციები არ გაუთვალისწინებია.

კომენტარები

ბოლო ამბები