Thumbnail

ტოჩინოშინის ოშიდაში - ქართველმა სუმოისტმა მე-4 გამარჯვება იზეიმა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 32 წლის ტოჩინოშინი იაპონელი მეტოქის ჰენკას მომზადებული შეხვდა
  • ქართველ სუმოისტს კაჩი-კოშისთვის რთული მისია აქვს შესასრულებელი

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-10 დღეს მე-4 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს.

📺 ტოჩინოშინი - შოჰოძანი

ტოჩინოშინი, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს, აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანს შეხვდა და მას კარიერაში მე-15 მარცხი აგემა.

36 წლის იაპონელმა სასტარტო შეჯახების დროს ჰენკა სცადა, თუმცა, ქართველი სეკიტორი ამჯერად ამ ილეთს მომზადებული შეხვდა, მეტოქისთვის ხელის ჩავლება მოახერხა და საბოლოოდ, ის დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა.

ამგვარად, ტოჩინოშინს დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან 4-ის მოგება სჭირდება, რათა წოდებაში დაწინაურება გაინაღდოს, ხოლო თუკი, ლევანმა მხოლოდ 1 გამარჯვება იზეიმა, ის მაინც ექნება განაღდებული, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს არ დაემშვიდობება.

ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ დასავლეთის მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი დადგება, რომელსაც ჩვენებური 4-ჯერ შეხვედრია და ყველა ორთაბრძოლა მოგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები