Thumbnail

ქართველმა მოკრივემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, ტურნირი კორონავირუსმა ჩაშალა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების წევრმა სახილ ალახვერდოვმა (52 კგ.) 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ეს, ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მოხდა, სადაც სალიცენზიო ტურნირმა სტარტი 14 მარტს აიღო, ალახვერდოვმა კი გადამწყვეტი გამარჯვება, დღეს, სერბ მეტოქესთან იზეიმა.

52 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოლიმპიადის ლიცენზიებს 8 საუკეთესო სპორტსმენი იღებდა და სახილი მათ შორის მოხვდა.

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები

საინტერესოა, რომ ტურნირზე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი 350-მდე მოკრივე იყო შეკრებილი, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ბეჟან ჭიჭინავას კი ლონდონში, ალახვერდოვის გარდა, 6 სპორტსმენი ჰყავდა წაყვანილი: არტიუშ გომციანი (57 კგ.), ლაშა გურული (63 კგ.), ესკერხან მადიევი (69 კგ.), გიორგი ხარაბაძე (75 კგ.), ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ.) და გიორგი ჭიღლაძე (+91 კგ.).

სალიცენზიო ტურნირი 24 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო და იქნებ, ოლიმპური თამაშებზე გამოსვლის უფლება სხვა ქართველ მოკრივეებსაც მიეპოვებინათ, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსი აღნიშნულ შეჯიბრშიც ჩაერია.

პანდემიის გამო, დღევანდელი ორთაბრძოლების გამო, ტურნირი ნაადრევად შეწყდა და გასაგებ მიზეზთა გამო, ისიც უცნობია, შეჯიბრი როდის დასრულდება.

🎉 🎉 🎉 🎉 🎉 სახილ ალახვერდოვი ოლიმპიადაზე. 🏆 🏆 🏆 🏆 🏆 გ ი ლ ო ც ა ვ თ 🏅 🏅 🏅 🏅 🏅 საქართველოს მოკრივეთა ეროვნული...

Posted by კრივის ფედერაცია on ორშაბათი, 16 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები