Thumbnail

ბელარუსის მედია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 18 მარტის 00:00-დან ორი კვირის განმავლობაში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეები არ დაიშვებიან. 

არსებობს, რამდენიმე გამონაკლისი, თუმცა არც ერთი მათგანი არ მოიაზრებს ბელარუსის სპორტული დელეგაციის შემოშვებას, რის საფუძველზე ჩვენი ნაკრების მეტოქე ქვეყანაში დაასკვნეს, რომ საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპრება უახლოეს მომავალში არ გაიმართება.

"ასე რომ, ეს სიტუაცია თუ შენარჩუნდა, ბელარუსის ნაკრები უბრალოდ ვერ ჩავა საქართველოში და მატჩიც არ შედგება. უეფა ამ ეტაპზე ამ სიტუაციას არ განმარტავს", - წერს TUT.BY. იმავე აზრზეა Прессбол-იც. 

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს უეფამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩატარდება თუ არა 26-31 მარტს დაგეგმილი ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩები და თუ ჩატარდება, იქნება ეს მაყურებლით თუ მის გარეშე. 

სავარაუდოდ, ოფიციალური დელეგაციების შემოშვების საკითხი ინდივიდუალურად გადაწყდება, თუმცა ეს და ფიფას გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მარტ-აპრილში კლუბები აღარ არიან  ვალდებულები ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში გაუშვან, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, გვაფიქრებინებს, რომ 26 მარტს საქართველოსა და ბელარუსის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი, დიდი ალბათობით, არ გაიმართება. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები