Thumbnail

ჩოგბურთი ფანჯრიდან - ასე ერთობიან იტალიელები კარანტინში

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

იტალიაში კორონავირუსის დიდი მასშტაბებით გავრცელების გამო კარანტინია, მოსახლეობა თვითიზოლაციაშია. ამ დღეებში ინტერნეტში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ერთობიან იტალიელები თვითიზოლაციაში და როგორ უხალისებენ ერთმანეთს ცხოვრებას. ახლა კი გამოჩნდა ვიდეო, როგორ თამაშობენ ისინი ჩოგბურთს სახლიდან გაუსვლელად.

ვიდეო დიდი სლემის ტურნირების 3-გზის გამარჯვებულმა სტენ ვავრინკამ გადატვიტა. შეგახსენებთ, რომ იტალიაში ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის თითქმის 25 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და 1 809 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ორი დღეა, გარდაცვლილების რაოდენობა ძალიან იმატებს.

კომენტარები

ბოლო ამბები