Thumbnail

'მხიარული თვითიზოლაცია' - ოქსლეიდ-ჩემბერლენი და მისი მეგობარი ქალი კარანტინში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

კორონავირუსის გამო ინგლისის პრემიერლიგა გაჩერებულია, ლივერპულის ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კი დროს კარანტინშიც საინტერესოდ ატარებს.

ფეხბურთელის მეგობარმა, მომღერალმა პერი ედვარდსმა თავის ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ცეკვა-ცეკვით კიბეზე ადის. ვიდეორგოლს აქვს მინაწერი: "თვითიზოლაცია მხიარული შეიძლება იყოს".

მოგვიანებით, ალექსს სოციალურ ქსელში თანაგუნდელი ჯეიმს მილნერი თავისი ვიდეოთი გამოეხმაურა. ლივერპულის ნახევარმცველმა ვიდეოს მიაწერა: 

"ჰეი, ალექს, მილნერების ოჯახშიც მხიარულებაა - ჩაის პაკეტებს კვირაზე ვანაწილებ".

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ევროპაში ყველა მთავარი საკლუბო ტურნირი შეჩერებულია. ევროპის ტოპ 5 ლიგის, ასევე - ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გადადებულია. 

ლივერპიული ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს 82 ქულით ლიდერობს. 26 წლის ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენმა ჩემპიონატის 21 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

COVID-19 პირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში დაფიქსირდა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, დაავადებამ 6,5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებულთაგან 77 ათასზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები