Thumbnail

რა ელის NBA-ს? როდის იქნება პლეი ოფი? სეზონი აუცილებლად უნდა დამთავრდეს!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

NBA-ში სამუშაო ვერსიებს უკვე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება სეზონის გაგრძელება. ლიგას ფინანსური პასუხისმგებლობებიც აქვს, რაც სეზონის შეწყვეტის შემთხვევაში, მძიმე ფინანსურ დანაკარგებს გულისხმობს.

კერძოდ, ლიგასა და მფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თითოეულ გაცდენილ, ან ჩაშლილ თამაშზე მფლობელებს უფლება აქვთ, მოთამაშეების ხელფასის 1/92 ნაწილი (ანუ 1 პროცენტზე ცოტა მეტი) დაუქვითონ. პირველ ხელფასს მოთამაშეები სრულად მიიღებენ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სტრატეგიაა მოსაფიქრებელი, რადგან მფლობელებს და სპონსორებს თანხის გადახდა არ მოუნდებათ.

ამ სიტუაციაში ლიგის განახლება ივნისში იგეგმება. ამერიკაში კორონავირუსის გავრცელება მხოლოდ ახლა იწყება და სავარაუდოდ უახლოეს 2 თვეში პიკს მიაღწევს, ივნისიდან კი კლებას ვარაუდობენ. მოსალოდნელია, რომ გუნდები რეგულარულ სეზონს არ ჩაამთავრებენ და არსებულ შედეგებს აღიარებენ, ხოლო პლეი ოფს ივნისში დაიწყებენ.

ამ ვერსიას უკვე გამოეხმაურა მეტ ბარნსი, რომლის თქმით, გულშემატკივარი საუკეთესო პლეი ოფს ნახავს, რადგან 82-თამაშიანი რეგულარულის მერე გუნდები პლეი ოფს ჩვეულებრივ გადაღლილები ხვდებიან, ახლა კი დასვენებულები უფრო მაღალი კლასის თამაშს შემოგვთავაზებენ.

📺 ვიდეო: გავიხსენოთ 2019 წლის პლეი ოფის საუკეთესო მომენტები

კომენტარები

ბოლო ამბები