Thumbnail
  • 19-25 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები II დივიზიონში აღარ გაიმართება
  • 17 მარტს გადაწყდება, გაუქმდება ტურნირი თუ გადაიდება

19-25 აპრილს ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ყინულის ჰოკეის მსოფლიო ფედერაციის (IIHF) ეგიდით, მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფის მატჩები უნდა გამართულიყო, სადაც საქართველოს ჰოკეის ნაკრებსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, ეს ტურნირი გადაიდო.

IIHF-მ ყველა დივიზიონი გადადო II და III დივიზიონებში. საქართველოს ნაკრებს რეიკიავიკში მასპინძელ ისლანდიასთან, ბელგიასთან, ახალ ზელანდიასთან, მექსიკასთან და ბულგარეთთან ერთად უნდა ეასპარეზა. 

17 მარტს IIHF ვიდეოკონფერენციას გამართავს და გადაწყვეტს, როდის ჩატარდება გადადებული ტურნირები, თუ საერთოდ ჩატარდება ისინი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შარშანაც ამ დივიზიონში (II-ის B ასპარეზობდა). ნაკრებმა მექსიკაში 5-დან 2 მატჩი მოიგო (მასპინძლებს და ისლანდიას აჯობა) და დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები