Thumbnail
  • Rugbypass-მა მსოფლიოს საუკეთესო 20-წლამდელები დაასახელა
  • რჩეულთა შორის თაფლაძე, კარკაძე და იაშაღაშვილიც მოხვდნენ

ცნობილმა სარაგბო ვებგვერდმა Rugbypass 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს 50 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომელთა შორის 3 ქართველიც ფიგურირებს.

შოტლანდიელ, ფიჯელ, ინგლისელ, სამხრეთ აფრიკელ, ირლანდიელ, იაპონელ, ახალზელანდიელ, ფრანგ, იტალიელ, უელსელ, ავსტრალიელ, არგენტინელ და პორტუგალიელ თანატოლებს შორის დემურ თაფლაძე (48-ე ადგილი), ვანო კარკაძე (37-ე) და იოანე იაშაღაშვილი (23) მოხვდნენ.

Rugbypass-მა თითოელ რჩეულ მორაგბეს მისეული დახასიათებაც დაურთო.

დემურ თაფლაძე (საქართველო, ლელო სარასენსი)

შთამბეჭდავი შუამარბი, რომელსაც მცირე ხნის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა და “ლელოების” უკანა ხაზში ესოდენ საჭირო სისწრაფე და დინამიზმი შეიტანა. ისე სჩანს, რომ 19 წლის მორაგბის საფრანგეთში ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.

ვანო კარკაძე (საქართველო, ბრივი)

კვაჭი, რომელსაც 20 წელიც არ შესრულებია, თუმცა, ქვეყნის მთავარ გუნდში უკვე 4 კეპი აქვს მოხვეჭილი. კარკაძე ფრანგული ბრივის წევრია, სადაც მისი არანაკლებ ვარსკვლავური თანამემამულეები – თედო აბჟანდაძე და ვასილ ლობჟანიძე თამაშობენ. ეს, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ნამდვილი ქართული რევოლუციაა.

იოანე იაშაღაშვილი (საქართველო, ბაიონა)

დიდი და სწრაფი მორაგბე, რომელსაც ხელით თამაშის კულტურაც მაღალ დონეზე აქვს. მას ყველაფერი გააჩნია, რათა საქართველოს ნაკრების მე-3 ხაზში საქვეყნოდ ცნობილი მამუკა გორგოძის სრულფასოვანი შემცვლელი გახდეს. თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, მომავალი წლების განმავლობაში, იაშაღაშვილი “ლელოების” ხერხემლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები