Thumbnail

'ასეთმა მიდგომამ სავალალო შედეგი გამოიღო' - მარადონამ კორონავირუსზე ისაუბრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

კორონავირუსის თემას ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთლი, დიეგო მარადონა გამოეხმაურა. კარიერის საუკეთესო წლები დიეგოს ნაპოლიში აქვს გატარებული. ამიტომ, იტალიას მხარდაჭერა გამოუცხადა და ზოგადად, კორონავირუსის შესახებ ისაუბრა…

“ნეაპოლში შვიდი წელი ვიცხოვრე და კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. იქ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ამიტომ, იტალია ჩემი ცხოვრების ნაწილია. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო იტალიელებს. ბევრი ირონიულად მიუდგა ეპიდემიას, რამაც სავალალო შედეგები გამოიღო. ჯერ კიდევ წინა კვირას, იგივე მიდგომა იყო არგენტინაში: სტადიონები ივსებოდა და ერთმანეთს კოცნით ვესალმებოდით. იმედია, ავცდებით მძიმე შედეგებს”. - განაცხადა დიეგო მარადონამ.

კომენტარები

ბოლო ამბები