Thumbnail

იუვენტუსი ჰაალანდს მაინც შეიძენს, ოღონდ დროა საჭირო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • იტალიური კლუბი 19 წლის ნორვეგიელი ფორვარდის დამატებას 2022 წელს შეეცდება
  • ბორუსიას შემადგენლობაში, ერლინგ ჰაალანდმა 11 მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა

იტალიური სპორტული მედიის ცნობით, ერლინგ ჰაალანდი იუვენტუსის ინტერესის სფეროში რჩება. იტალიური კლუბი 19 წლის ნორვეგიელი ფორვარდის დამატებას 2022 წელს შეეცდება. სწორედ ამ დროს შევა ძალაში პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ჰაალანდის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევრო იქნება.

ერლინგ ჰაალანდი ნორვეგიული ბრიუნეს აღზრდილია, ბორუსიამდე კი მიოლდესა და ზალცბურგის რედ ბულში ასპარეზობდა. დორტმუნდული გუნდის შემადგენლობაში, თავდამსხმელმა 11 მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები