Thumbnail
  • მადრიდის რეალმა მოთამაშეების მიმართვა გამოაქვეყნა
  • სერხიო რამოსი და კომპანია ადამიანების შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ

მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც კორონავირუსის კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გავრცელების საფრთხის გამო, გულშემატკივრებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ვიდეოში სპეციალური მიმართვა კაპიტანმა სერხიო რამოსმა, ასევე მარსელომ, ქარიმ ბენზემამ, რაფაელ ვარანმა და კალათბურთის კლუბის მოთამაშეებმა, ფელიპე რეიესმა და სერხიო ლიულმა გაავრცელეს.

“როგორც ჩვენმა ძვირფასმა ალფრედო დი სტეფანომ თქვა, არცერთი მოთამაშე არ არის ისეთი კარგი, როგორც მოწესრიგებული და გამართული გუნდი. ახლა ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ეს საკმაოდ ადვილია - სახლში დარჩენაა საჭირო. ჩვენ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა გვეკისრება. მე ვრჩები სახლში,” - ვიდეო-მიმართვა სერხიო რამოსის ამ ტექსტით იწყება.

ბოლო ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 157 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული - გარდაიცვალა 5 839 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 75 937. იტალიაში მოსახლეობა თვითიზოლაციაშია. იქ ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების 21 157 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 1 441 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 1 966. ესპანეთში სულ 6 391 შემთხვევაა დაფიქსირებული - უკვე გარდაიცვალა 196 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 517.

კომენტარები

ბოლო ამბები