Thumbnail

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ფიფა ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებით გამოვიდა:

"კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ფიფას საბჭოს ბიურომ, რომელიც ჩვეულებრივ აგვარებს კლუბებიდან ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელების გაშვების საკითხს, გადაწყვიტა, რომ ფიფას მარტი/აპრილის სანაკრებო ფანჯრის დროს კლუბები არ არიან ვალდებულები ფეხბურთელები ნაკრებში გაუშვან.

სიტუაცია მთელს მსოფლიოში სწრაფად იცვლება, უკვე ბევრმა ქვეყანამ დააწესა გადადგილების დროს შეზღუდვები. 

ფიფას ესმის, რომ ასეთ სიტუაციაში მატჩების ჩატარება პოტენციურ რისკებს შეიცავს ფეხბურთელებისთვის (და ზოგადად, ყველასთვის). თან, ამ მატჩებით სპორტული ერთიანობაც დაირღვევა, ზოგიერთმა კლუბმა შესაძლოა, საუკეთესო მოთამაშეების დიდი ნაწილი დაკარგოს ნაკრებში გამოძახებით, ზოგმა კი - არავინ. 

იმისთვის, რომ ავიცილოთ არააუცილებელი რისკები და სავარაუდო სპორტული უსამართლობა, გირჩევთ, რომ ყველა საერთაშორისო მატჩი, რომელიც მარტსა და აპრილში იყო დაგეგმილი, არ ჩატარდეს მანამდე, სიტუაცია უსაფრთხო არ იქნება ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის. 

საბოლო გადაწყვეტილებებს ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც უშუალოდ ატარებენ ტურნირებს. ფიფამ უკვე გადადო საკვალიფიკაციო მატჩები აზიასა და სამხრეთ აფრიკაში. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ვფიქრობთ, ჩვენი რეკომენდაცია ყველაზე ადეკვატური და პასუხისმგებლიანია მიმდინარე სიტუაციის პირობებში".

როგორც ხედავთ, ფიფას რეკომენდაციას შეიძლება, არ აქვს სავალდებულოს ფუნქცია, მაგრამ იმით, რომ ფიფა კლუბებს აღარ ავალდებულებს მარტსა და აპრილში ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელები გაუშვას, ევრო 2020-ის პლეი ოფის გამართვას (სადაც 16 ნაკრები ევრო 2020-ის საგზურისთვის იბრძოლებს, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც) ფაქტობრივად, გამორიცხავს.

კომენტარები

ბოლო ამბები