Thumbnail

კორონავირუსი | უეფამ ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა საერთოდ შეაჩერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმად, ორგანიზაციის ეგიდით მომავალ კვირაში გასამართი ყველა ტურნირის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩები გადადებულია. გადაწყვეტილების მიზეზი ევროპის კონტინენტზე გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიაა.

გადაწყვეტილება ვრცელდება ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრებზე, რომლებიც 18 და 19 მარტს იყო დაგეგემილი, ასევე - 19 და 20 მარტს გასამართ ევროპალიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩზე. შესაბამისად, გადავადდება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მომდევნო ეტაპების წილისყრაც, რომელიც 20 მარტს იყო ჩანიშნული.

კორონავირუსმა ევროპულ ფეხბურთში ყველაფერი არია

ამას გარდა, გადადებულია უეფას ახალგაზრდული ლიგის ¼-ფინალის მატჩებიც, რომლებიც 17-18 მარტს უნდა ჩატარებულიყო.

გადადებული მატჩების გამართვის ახალ თარიღთან დაკავშირებით, უეფაში გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ უეფამ თავისი წევრი 55 ნაციონალური ასოციაციის წარმომადგენლები ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე მიიწვია. ვიდეოკონფერენცია 17 მარტს გაიმართება და მასში მსჯელობა კორონავირუსის ეპიდიმიასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იქნება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება ევრო 2020-ის პლეი ოფის ბედიც, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს უნდა უმასპინძლოს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები