Thumbnail
  • ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ფუნტია
  • არსენალი მის შეძენას მომავალ ზაფხულს შეეცდება

თომას პარტეიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა ლივერპულის წინააღმდეგ მაღალ დონეზე ჩაატარა. განელის კარგი თამაში არ გამოპარვიათ სხვა ინგლისურ კლუბებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის შეძენა არსენალს სურს.

პარტეის ატლეტიკოსთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ხელშეკრლების მიხედვით, ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 45 მილიონი ფუნტია. თომასმა ესპანურ გუნდთან კონტრაქტი ბოლოს 2018 წელს გაახანგრძლივა.

უცხოური მედიის თანახმად, 2020 წლის ზაფხულში არსენალის მთავარი მიზანი სწორედ პარტეის დამატება იქნება. იმ შემთხვევაში, თუ "მეთოფეები" შეძლებენ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას, ტრანსფერის განხორციელება უფრო გაადვილდება და რეალური გახდება.

ტომას პარტეიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. განელმა ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები