Thumbnail

'ფეხბურთი ქომაგისაა' - თბილისში უმაყურებლოდ თამაში არც ბელარუსებს სურთ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

სავარაუდოდ, 17 მარტს გვეცოდინება, ჩატარდება თუ არა 26 მარტს საქართველო-ბელარუსის შეხვედრა. თუ უეფამ თამაშის გადადების გადაწყვეტილება არ მიიღო, დიდი ალბათობით, მატჩი უმაყურებლოდ ჩაივლის.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე სწორედ ამ თემებზე ისაუბრა…

ვლადიმირ ბაზანოვის აზრით, მთავარი მაინც ადამიანების ჯანმრთელობაა

ვლადიმირ ბაზანოვი (ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ბელარუსთან შედარებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, თამაში კი თბილისში უნდა გაიმართოს. რთული ვითარებაა, გადაწყვეტილების მიღებას კი გარკვეული დრო სჭირდება. 2 000 ბილეთი გაიყიდა ჩვენთან, რაც ამ მატჩის მიმართ ინტერესზე მიუთითებს. თუ თამაში შედგა, უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა მივიღოთ. ამისთვის მზად იქნება მასპინძელი მხარეც. ჩვენ დაგვჭირდება დეზინფექცია როგორც ოთახებში, ისე დერეფნებში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი ცხადია: ფეხბურთი გულშემატკივრებისთვის არის და ცუდია ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში. თუმცა, როდესაც კორონავირუსის საფრთხეა, იქ უკვე მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა".

კომენტარები

ბოლო ამბები