Thumbnail

რუდი გობერის ცუდი მაგალითი - როგორ არ შეიძლება კორონავირუსთან ხუმრობა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუტა ჯაზის ცენტრი NBA-ს პირველი მოთამაშეა, ვისაც კორონავირუსი აღმოაჩნდა
  • ფრანგი კალათბურთელი დიაგნოზის დასმამდე ძალიან გაუფრთხილებლად იქცეოდა
  • რუდი გობერმა თავისი საქციელის გამო სახალხოდ ბოდიშიც მოიხადა
  • LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი 

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი მას შემდეგ შეწყდა, რაც დადგინდა, რომ იუტა ჯაზის ცენტრს, რუდი გობერს კორონავირუსი აქვს. ფრანგი კალათბურთელი ლიგის პირველი მოთამაშე აღმოჩნდა, რომლესაც ვირუსული ინფექცია გამოუვლინდა. 

როგორც ირკვევა, რუდი გობერმა, ავადმოფობის პირველი ნიშნებისას, არ გაითვალისწინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია და გაუფრთხილებლად მოქმედებდა - ეხებოდა თანაგუნდელების ნივთებს, 9 მარტს კი, პრესკონფერენციაზე, კორონავირუსით გამოწვეულ პანიკაზე იხუმრა - განგებ შეეხო ყველა მიკროფონს.

რუდი გობერის ბოროტი ხუმრობა კორონავირუსზე

მოგვიანებით, რუდიმ გულშემატკივრებს მიმართა და ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ რამდენიმე დღის წინ, პრესასთან ურთიერთობისას დაუდევრობა გამოიჩინა. 
 
"მსურს მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემს ამბავს განიცდით და მხარს მიჭერთ ბოლო 24 საათის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც დიაგნოზი გავიგე, ბევრი ემოცია გადავიტანე… ძირითადად შიში, შფოთი და უხერხულობა.

პირველი და უმთავრესი ისაა, რომ მსურს სახალხოდ ბოდიში მოვიხადო ადამიანების წინაშე, რომლებიც საფრთხის წინაშე დადგნენ. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ინფიცირებული ვიყავი. არ ვიყავი სათანადოდ ფრთხილი და ჩემს ქმედებას გამართლება არ აქვს. იმედი მაქვს, ჩემი ამბავი სამაგალითო გახდება და სხვებს აიძულებს, მსგავსი რაღაცების მიმართ უფრო სერიოზულები იყვნენ. ყველაფერს გავაკეთებ, ამ გამოცდილების გამოყენებით, რათა გავაგებინო სხვებს, როგორ აირიდონ თავიდან ამ ვირუსით დაავადება. 

ჩემზე ძალიან კარგად ზრუნავენ და სრულად გამოვჯანმრთელდები. მოგიწოდებთ, ყველა ღონეს მიმართოთ, რათა თავიდან აირიდოთ საფრთხე და შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა", - დაწერა ფრანგმა ტვიტერში. 

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი სულ ცოტა 30 დღით შეჩერდა

ცნობილი გახდა, რომ NBA ფრანგ კალათბურთელს გაუფრთხილებელი ქმედებისთვის რაიმე სახის ჯარიმითა თუ დისკვალიფიკაციით არ დასჯის, თუმცა Bleacher Report იუწყება, რომ რუდიზე ძალიან ბრაზობენ მისი თანაგუნდელები. 

კომენტარები

ბოლო ამბები