Thumbnail

ევროპალიგა | ხოჭოლავამ ითამაშა, შახტარმა მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ევროპალიგაზე მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. ცარიელი ტრიბუნების ფონზე, ოლიმპიაკოსი ვულვერჰემპტონს დაუპიისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ბერძნები იგებდნენ, თუმცა ინგლისელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ყველაფერი საპასუხო შევედრაში გაირკვევა, მაგრამ ჯერ ის უნდა გაირკვეს, როდის ჩატარდება თამაში.

ვოლფსბურგმა დონეცკის შახტარს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. შესაბამისად, უკრაინულმა გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა. სამი გოლის გარდა, გულშემატკივარმა ორი გაფუჭებული პენალტი იხილა. ვოლფსბურგიდან ვეჰორსტმა ვერ გამოიყენა შანსი, ხოლო შახტარიდან კოვალენკომ. 

გერმანიაში გამართულ შეხვედრაში დავით ხოჭოლავამ ითამაშა. შახტარის ქართველი მცველი 68-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მას შემდეგ გაიტანეს უკრაინელებმა მეორე გოლი. ხოჭოლავა ახლოს არის ევროპალიგის მეოთხედფინალთან. 

ვოლფსბურგი 1:2 შახტარი

ლევერკუზენის ბაიერმა გლაზგო რეინჯერსს გასვლაზე 3:1 მოუგო და დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ. თუ სასწაული არ მოხდა, გერმანული გუნდი უპირატესობას არ გაანიავებს. კორონავირუსის გამო, ევროპა და შესაბამისად, ევროპული ფეხბურთი პარალიზებულია. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი: ინტერი-ხეტაფე და სევილია-რომა. უცნობია ისიც, თუ როდის შედგება საპასუხო შეხვედრები. 

ოლიმპიაკოსი 1:1 ვულვერჰემპტონი

გოლები: 1:0 ელ არაბი (54), 1:1 ნეტო (67).

რეინჯერსი 1:3 ბაიერი

გოლები: 0:1 ჰავერტცი (37), 0:2 არანგისი (67), 1:2 ედმუნდსონი (75), 1:3 ბაილი (88).

ვოლფსბურგი 1:2 შახტარი

გოლები: 0:1 მორაეში (17), 1:1 ბრუკსი (48), 1:2 ბაია (73).

კომენტარები

ბოლო ამბები