Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედის 5 გოლი - ევროპაში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • აინტრახტი 0:3 ბაზელი
  • ბაშაკშეჰირი 1:0 კოპენჰაგენი
  • ლინცი 0:5 მანჩესტერ იუნაიტედი

ევროპაში საფეხბურთო სეზონი პრაქტიკულად შეჩერებულია, თუმცა ინერციით რამდენიმე ტურნირი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ევროპალიგაზე მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ყურადღების ცენტრშია მანჩესტერ იუნაიტედი, რომელიც ლინცს ესტუმრა 5:0 დაამარცხა მეტოქე. კორონავირუსის გამო, თამაში ცარიელი ტრიბუნების ფონზე წარიმართა. 

თამაში მანჩესტერ იუნაიტედის სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ტაბლოზეც შესაბამისად აისახა. პირველ ტაიმში იუნაიტედმა ერთი გოლი შეაგდო, რასაც მეორე ნახევარში კიდევ ოთხი გოლი მოჰყვა. მანჩესტერულმა გუნდმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვა და პრაქტიკულად გაინაღდა მომდევნო ეტაპის საგზური. მთავარია, როდის გაიმართება ეს მომდევნო ეტაპი. 

დანიელ ჯეიმსის გოლი ლინცის კარში

დანიელ ჯეიმსის გოლი ლასკ ლინცის კარში - 0:2

დანიელ ჯეიმსის გოლი ლასკ ლინცის კარში - 0:2

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 12 მარტი, 2020

პარალელურად, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: ბაზელმა გასვლაზე 3:0 მოუგო აინტრახტს, ხოლო ბაშაკშეჰირმა 1:0 სძლია კოპენჰაგენს. როდის გაიმართება საპასუხო შეხვედრები, არავინ არ იცის. ორი მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო: ინტერი-ხეტაფე და სევილია-რომა.  

აინტრახტი 0:3 ბაზელი

გოლები: 0:1 კამპო (27), 0:2 ბუა (73), 0:3 ფრეი (85).

ბაშაკშეჰირი 1:0 კოპენჰაგენი

გოლი: 1:0 ვისკა (88).

ლინცი 0:5 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 იგალო (28), 0:2 ჯეიმსი (58), 0:3 მატა (82), 0:4 გრინვუდი (90), 0:5 პერეირა (90).

კომენტარები

ბოლო ამბები