Thumbnail

NBA-ს მერე NHL-ც - ამერიკაში კორონავირუსმა სპორტი გააჩერა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მას მერე, რაც იუტა ჯაზის კალათბურთელებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ, NBA-ს ხელმძღვანელობამ ჯერაც გაურკვეველი ვადით შეაჩერა სეზონი

რამდენიმე საათში ანალოგიური გადაწყვეტილება NHL-ის ხელმძღვანელობამაც მიიღო. მიზეზი ისაა, რომ კალათბურთში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები, ჰოკეის ლიგა და კალათბურთის ასოციაცია კი რამდენიმე არენას იყენებს ერთობლივად. 

ლიგის ხელმძღვანელობამ ჰოკეის ფანებს მოთმინება სთხოვა და იმედი გამოთქვა, რომ სეზონი მალევე განახლდება და სტენლის თასის გათამაშებაც ჩვეულებრივ ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები