Thumbnail

ესპანეთისა და პორტუგალიის სარაგბო ნაკრებთა მატჩი, რომელიც კვირას 15 მარტს მადრიდში იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის ეგიდით უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, აღარ შედგება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სწორედ ესპანეთში მეტად რთული ვითარება შეიქმნა. დღევანდელი ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 3 003 ადამიანია დაინფიცირებული, 84 კი გარდაიცვალა.

ამ ბოლო მაჩვენებლის მიხედვით, ესპანეთი მხოლოდ ჩინეთს (3 169), იტალიასა (827) და ირანს (429) ჩამორჩება, რაც განგაშის საფუძველს იძლევა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე გაურკვეველი ვადით გადაიდო 14 მარტს დაგეგმილი რუმინეთისა და ბელგიის მატჩი, ამდენად, ამ დროისთვის, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში მხოლოდ 1 მატჩი – საქართველო-რუსეთი ჩატარდება.

გარკვეული შეზღუდვა თბილისურ შეხვედრასაც ეხება, რადგანაც მისი გამართვა მყურებლების გარეშე იგეგმება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • რუსეთი

კომენტარები

ბოლო ამბები