Thumbnail

წყალბურთელთა ნაკრები თვითიზოლაციაშია – ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გადაიდო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

გერმანიიდან დაბრუნებული საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო 2 კვირის მანძილზე თვითიზოლაციაში მოექცევიან.

ქართველი წყალბურთელები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს ჰამბურგში გადიოდნენ, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკიდან გამომდინარე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ გუნდის იზოლირების გადაწყვეტილება მიიღო. 

საქართველოს ნაკრები სამშობლოში დღეს საღამოს დაბრუნდა და გუნდის ყველა წევრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესაბამისი შემოწმება გაიარა.

სპორტსმენები თავს კარგად გრძნობენ, თვითიზოლაციის პერიოდს კი, ისინი ერთად გაატარებენ სპეციალურად შერჩეულ ადგილზე, რომელზეც ფედერაციამ წინასწარ იზრუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში 22-29 მარტს იყო დაგეგმილი, გადაიდო და 31 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება.

❌❌❌ წყალბურთში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი გადაიდო ‼️ ❌❌❌ როტერდამი 22-29 მარტი ❌❌❌ ✅ ახალი თარიღი ➡️ 31 მაისი - 7 ივნისი

Posted by საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია/Aquatic Sports Federation on ხუთშაბათი, 12 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები