Thumbnail

'დავრჩებოდი, ნაკრებს რომ დავჭირვებოდი' - გლებმა კარიერა ოფიციალურად დაასრულა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბელარუსის საუკეთესო ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში საფეხბურთო კარიერას ოფიციალურად დაემშვიდობა. 38 წლის ნახევარმცველმა ბოლოს დეკემბერში ითამაშა ბელარუსის ჩემპიონატში. ახლა კი ის ფილმ Наш HLEB-ის პრეზენტაციას დაესწრო, სადაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ ფეხბურთს აღარ ითამაშებს.

წაიკითხე | 'მინსკში გადმოიტანეთ, აქ ნაკლები შემთხვევაა' - ბელარუსის მედია და ფანები პლეი ოფზე

Прессбол: როგორი შეგრძნებაა, კარიერის იმ დროს დასრულება, როცა ბელარუსის ნაკრებს რეალური შანსი აქვს, გავიდეს ევრო 2020-ზე?

ალექსანდრ გლები: იცით, სხვანაირად რომ წარმართულიყო სიტუაცია, ნაკრებს რომ დავჭირვებოდი, ალბათ, გავაგრძელებდი საფეხბურთო კარიერას. მაგრამ, არ ვჭირდები მათ. ამიტომაც აზრი აღარაფერს აქვს, გადავწყვიტე აღარ გავახანგრძლივო კონტრაქტი და ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო. კმარა.

ბარსასა და არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა უცნობ ისლოჩში დაასრულა

გლები ოპტიმისტია და სჯერა, რომ მისი ნაკრები მიზანს მიაღწევს და ის ევრო 2020-ზე ფანის სტატუსით დაუჭერს მას მხარს. შეგახსენებთ, რომ 26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსს უნდა უმასპინძლოს. 

გლები 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, იმავე წელს მან ლა ლიგაც მოიგო და კოპა დელ რეიც. გლებს მოგებული აქვს ინგლისის ლიგის თასიც, იყო ბუნდესლიგის საუკეთესო ასისტენტი 2004/05 წლების სეზონში. 6-ჯერ გახდა ბელარუსის საუკეთესო ფეხბურთელი. კარიერა მან ისლოჩში დაასრულა, არადა, მინსკის დინამოს აღზრდილია. მას შტუტგარტში, არსენალსა და ბარსელონაში უთამაშია. ბელარუსის ნაკრებში 80 მატჩში 6 გოლი გაიტანა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

კომენტარები

ბოლო ამბები