Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ატლეტიკომ დამატებით დროში 3:2 დაამარცხა ლივერპული და მეოთხედფინალში გავიდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიეგო კოშტა ჟურნალისტებს ეხუმრა. როდესაც ფეხბურთელი სტადიონს ტოვებდა, მედიის წარმომდგენლებმა მასთან კითხვების დასმა დააპირეს, მან კი ცრუ ხველებით უპასუხა, რამაც იქ მყოფი საზოგადოების გამხიარეულება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში აქტიურად ებრძვიან კორონავირუსის გავრცელებას. ვირუსის გამო დიდი ზიანი მიადგა სპორტის სხვადასხვა სახეობებს. თამაშებისა და ტურნირები დიდი ნაწილი გადაიდო ან სულაც გაუქმდა. ხშირია შეხვედრების უმაყურებლოდ ჩატარების ფაქტებიც.

დიეგო კოშტამ ლივერპულის წინააღმდეგ მოედანზე სულ 56 წუთი გაატარა. დიეგომ შეცვლით გამოწვეული ბრაზი ვერ დამალა და ფეხი წყლის ბოთლებს მიარტყა. მის ნაცვლად კი მოედნზე მარკოს ლორენტე გავიდა, რომლის დუბლის წყალობითაც ატლეტიკო შემდეგ ეტაპზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები