Thumbnail

NCAA-ს ჩემპიონატი, ეგრეთ წოდებული "მარტის სიგიჟე" უმაყურებლოდ გაიმართება - ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო მიიღეს. შეგახსენებთ, რომ NBA-ს სეზონი სულაც შეჩერდა, რადგან იუტა ჯაზის კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში I დივიზიონში ბრძოლას ორი ქართველი კალათბურთელის გუნდი აგრძელებს. "ბიგ ისტის" ჩემპიონშიპში სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი ამ დილით მარკეტს ხვდება, ხოლო "ბიგ თენში" გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისი აიოვა-მინესოტას წყვილის გამარჯვებულს ელის. 

კომენტარები

ბოლო ამბები