Thumbnail
  • 26 წლის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს
  • ტურინში ფიქრობენ, რომ რონალდო და კეინი ერთმანეთს კარგად შეეწყობიან

ლონდონის ტოტენჰემი არცთუ კარგ მდგომარეობაშია. ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ ეტაპზე, ლაიპციგთან დაპირისპირებაში გამოეთიშა, პრემიერლიგაში კი მე-8 ადგილს იკავებს და ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება.

ამ ვითარებაში დიდია ალბათობა, რომ "დეზები" მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩნენ. ასეთ შემთხვევაში კი მათ გუნდის ლიდერის ჰარი კეინის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ინგლისელს ლიგაზე თამაში სურს.

26 წლის ფეხბურთელს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფორვარდით განსაკუთრებით ინტერესდებოდა მანჩესტერ იუნაიტედი, თუმცა ბოლო ინფორმაციით, კეინის შეძენა ტურინის იუვენტუსს სურს.

იტალიელების მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მათ სჯერათ, რომ კრიშტიანო რონალდო და ჰარი კეინი ერთმანეთს კარგად შეეწყობიან და ამით გუნდის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება. იუვე ტრანსფერს 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.

ჰარი კეინს ამ დროისთვის ტრავმა აწუხებს და გუნდს იანვრიდან მოყოლებული ვერ ეხმარება. ინგლისელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 11 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჰარი კარგი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მან 5 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები