Thumbnail

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც პორტუგალიაში იმყოფება, გადაწყვიტა, გარკვეული ხნით არ დაბრუნდეს იტალიაში. ამის მიზეზი კორონავირუსის ეპიდემიაა, რომელიც იტალიაში განსაკუთრებით მძვინვარებს და უკვე მის თანაგუნდელ დანიელე რუგანისაც გამოუვლინდა

ცოტა ხნის წინ კრიშტიანოს დედამ ინსულტი გადაიტანა

იტალიური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას. 

35 წლის ვარსკვლავი მადეირაზე (პორტუგალია) 9 მარტიდან მოყოლებული იმყოფება, უკან კი 12 მარტს უნდა დაბრუნებულიყო. პორტუგალიის ხელისუფლებამ ეპიდემიის გამო იტალიაში ფრენები აკრძალა, თუმცა რონალდოსთვის გამონაკლისი დაუშვეს და მანაც ტურინში კერძო თვითმფრინავით გაფრენის სპეციალური ნებართვა მიიღო. 

11 მარტს ტურინული კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადეს, რომ იუვენტუსის მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა. კლუბმა განახორციელა იზოლირება ინფიცირებული ფეხბურთელის, ასევე ყველა იმ პირის, ვისაც დანიელესთან ბოლო დროს კონტაქტი ჰქონდა. 

კრიშტიანოს რუგანისთვის ხელის ჩამორთმევის სურვილი ახლა ნაკლებად ექნება

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, იტალიურ სერია A-ს მატჩები აღარ ტარდება. იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მანამდე გამოაცხადა, რომ ქვეყანაში 3 აპრილამდე არცერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები