Thumbnail

კანადის ქალაქ მონრეალში 18-22 მარტს დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, აღარ ჩატარდება.

იოლი გამოსაცნობია, რომ აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსია, რომელიც გუშინ უკვე ოფიციალურად გამოცხადდა პანდემიად.

ტურნირის ჩაშლის შესახებ განცხადება კვებეკის პროვინციის პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ლეგომ ჯანმრთელობის მინისტრის დანიელ მაკკეინის რეკომენდაციის საფუძველზე გააკეთა.

ცნობისთვის, კვებეკში კორონავირუსით დაავადების მხოლოდ 7 შემთხვევაა დაფიქისრებული, უშუალოდ მონრეალში კი – 1, თუმცა, კანადის ხელისუფლება დამატებითი რისკის გაწევას მოერიდა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 30 ქვეყნის 183 სპორტსმენის ჩასვლას ელოდნენ, ეს კი, ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდიდა.

ცნობისთვის, მსოფლიოს პირველობაზე გამგზავრებას 4 ქართველი მოციგურავეც გეგმავდა. ესენი მორის ყვითელაშვილი, ალინა ურუშაძე, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იყვნენ, თუმცა, გეგმები მათაც აერიათ.

ეს, პირველი შემთხვევა არა, როდესაც ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაიშალა.

1915-1921 წლებში ტურნირი პირველი მსოფლიო ომის გამო ვერ ჩატარდა, 1940-1946 წლებში – მეორე მსოფლიო ომის გამო, 1961 წელს კი, საქმე კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევასთან გვქონდა: აშშ-ს მოციგურავეთა გუნდი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაგეგმილ ჩემპიონატზე მიემგზავრებოდა, როდესაც ავიაკატასტროფაში მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები